რატომ ყვითლდება ოთახის მცენარის ფოთლები: 5 ხშირი მიზეზი
ყვითელი ფოთოლი მცენარის სიგნალია. უმეტეს შემთხვევაში მიზეზი მარტივია და მისი გამოსწორება სახლშივე შეიძლება.

1. ზედმეტი მორწყვა
ყველაზე ხშირი მიზეზი. თუ ქვედა ფოთლები ყვითლდება და რბილდება, ნიადაგი კი მუდმივად სველია, ფესვებს ჟანგბადი აკლია. მორწყვამდე თითი ნიადაგში 2–3 სმ სიღრმეზე ჩადე: თუ სველია, დაელოდე.
2. წყლის ნაკლებობა
ფოთლები ყვითლდება და კიდეებიდან ხმება, ნიადაგი კი ქოთნის კედლებს შორდება. მორწყე ნელა, სანამ წყალი ქვემოდან არ გამოვა, და მორწყვის რიტმი სეზონს მოარგე.
3. სინათლე
სინათლის ნაკლებობისას ფოთლები ფერმკრთალდება და ცვივა, განსაკუთრებით ზამთარში. პირდაპირი მზე კი ზოგ მცენარეს ფოთოლზე დამწვრობის ყვითელ ლაქებს უტოვებს.

4. საკვების ნაკლებობა
თუ ძველი ფოთლები თანაბრად ყვითლდება, ახლები კი პატარა იზრდება, მცენარეს შესაძლოა აზოტი აკლდეს. გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვეში ერთხელ თხევადი სასუქი საკმარისია.
5. გადარგვის დრო
თუ ფესვები სადრენაჟე ხვრელებიდან გამოდის და წყალი მყისიერად გადის, ქოთანი პატარაა. გადარგვა გაზაფხულზე სჯობს, 2–3 სმ-ით დიდ ქოთანში.
კითხვა გაქვს? მოგვწერე hello@movla.ge
ბაღის მოვლა
ინტერიერის მცენარეები
სასაფლაოს მოვლა
რეგულარული მოვლა




ოთახის მცენარეები










სერვისი დადასტურებულია!თანხა მებაღეს გადაერიცხა. გმადლობთ.

პროფილი განხილვაშიათქვენი პროფილი განიხილება ჩვენი გუნდის მიერ. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას დამტკიცების შემდეგ.